ლუკას!!
როგორც იქნა მოვახერხე ფეისბუქზე შემოსვლა...
თბილისში
ისე ცხელა, აეროპორტიდან რომ გამოვედი ძლივს ჩავისუნთქე. დილის 3 საათზეც კი საშინელი
ჩახუთულობა იყო. სიცხეზე რომ ვწუწუნებ, ყველა მპასუხობს, ქვაბივით არის ეს ქალაქიო.
გარშემო სულ მთები აქვს და თან მიწის ქვეშ ცხელი წყალი გადისო იჩემებენ.
რამაზი აეროპორტში დამხვდა, ბიანკამ რომ მომცა ნომერი,
აი ის რამაზი. დამტვრეული რუსულ-ინგლისურით ლაპარაკობს, სასაცილოდ. მთელი გზა საქართველოზე
მიყვებოდა, რამდენ კუთხედ არის დაყოფილი და ვის როგორი დიალექტი აქვს.
სახლში რომ მივედით,
ყველას ეძინა. ხის დიდი სახლია, ერთი გრძელი აივნით, ბევრი სხვადასხვა ოჯახის საერთო
აივანია. ძალიან პატარა სახლები აქვთ. ვიწრო ოთახებით. მე შესასვლელ ოთახში დამაძინა
რამაზმა. ძილის წინ ჯერ ღვინოს მთავაზობდა, დაღლილს უკეთ დაგეძინებაო, მერე საზამთროს,
გაგრილდებიო. მაგრამ ლოგინზე მივწექი თუ არა ჩამეძინა.
საშინელი
ხმაურია. შეიძლება ტვინი გაგისკდეს. უზარმაზარი ღია ფანჯრებია, რომლებიც ამ საერთო
აივანზე გადის, სადაც ბავშვები დარბიან წინ
და უკან. ქალები რატომღაც დილიდანვე მეტალის ქვაბებს არახუნებენ და ყვირიან. სულ ყვირიან
ყველანი, ქალებიც და კაცებიც.
მეძინა და ეს საშინელი ხმები ჩამესმოდა. ნელ-ნელა ვიღვიძებდი
და უცებ რაღაც დამახტა თავზე. რამაზის შვილიშვილი მარი. რვა წლის არის, ძალიან სასაცილო გოგოა, უზომოდ გამხდარი, სხვადასხვა ზომის
ორი ნაწნავით. წინა კბილები რომ არა აქვთ ხო იცი, აი მაგ ასაკშია. ფაქტიურად ტიტველი
დარბის, ისეთი მოკლე შორტები და მაიკა აცვია. დამახტა თავზე,
ისტერიულად მელაპარაკება ქართულად და თან იცინის.
მერე დედამისი მოვარდა და გაათრია. ოღონდ ვერ ვიჯერებდი რომ დედამისი იყო. 23 წლის არის და 8 წლის შვილი ყავს, წარმოიდგინე! ეცა ამ მარის და დაუწყო კივილი. ეზოში გააგდო. არცერთი სიტყვა არ იცის ინგლისურად და ძალიან მორიდებულად მიღიმის სულ. ხელს გულმკერდზე ირტყავდა და „სალომე, სალომე“ იძახდა, მერე იგივენაირად თითით პირზე მაჩვენებდა, ანუ არ გშიაო? ძალიან განცვიფრებული ვიყავი თავიდან. ეს გოგო ჟესტებით მანიშნებდა რაღაცეებს, ძალიან სქელი ქალები ქვაბებით შემორბოდნენ და ამ სალომეს კითხვებს უსვამდნენ ხმამაღლა, თან ყველა იცინოდა და მე მიყურებდა, რამაზიც არ ჩანდა. მერე მეც ჟესტებით ვანიშნე სააბაზანათქო და შევედი.

ძალიან ვიწრო, ჟანგიანი
აბაზანაა, თან სულ წყლის ხმა ისმის, ყველა მხრიდან რაღაც წვეთავს. მოვახერხე და ვიბანავე.
გამოვედი, მოსახარში ყავა დამალევინეს, და ნელ-ნელა აზრზე მოვედი.
დღეს
საღამოს უკვე მომწონს აქაურობა. თავიდან დასტრესილი ვიყავი. სახლი ძალიან ნათელია და უამრავი
ნივთი ყრია. ძველებური დოქები უწყვიათ ფანჯრის რაფებზე და ფერადი ბალიშები ლოგინებზე.
სახლი ძალიან სარემონტოა. წვიმის დროს წყალიც კიჩამოდის, ლაქებია კედლებზე! წარმოიდგინე,
ერთი მაგიდის ფეხს დაკუჭული ქაღალდი აქვს შედგმული, წონასწორობის დასაცავად. პოსტერები
აქვთ შიგადაშიგ გაკრული, „როკის“, „ტიტანიკის“ და ადრიანო ჩელენტანოსი. ისე არ უხდება
ამ ძველებურ ნივთებს. დანგრეულ სახლში უცებ
შეიძლება გერმანულ მიქსერს და უახლეს DVD - ს წააწყდე, მაგარი აბურდულობაა. თან ამ რამაზს ირემი მოუკლავს ახალგაზრდობაში და იმის რქები აქვთ კედელზე ჩამოკიდებული,
საშინელი სანახავია.
მაგრამ ძალიან თბილი ხალხია.
ეზოში
ჩამიყავანა სალომემ, სანამ კაცები მოვლენ აქ იჯექი და თავი გაირთეო - მეზობელმა ბიჭმა
მითარგმნა მისი სიტყვები. ვერ წარმოიდგენ რამდენი ბავშვი დარბის, ბადმინგტონს და რაღაცეებს
თამაშობენ. ყველა სხვადასხვა ოჯახის ფანჯრიდან სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის ხმა
გამოდის. სამი ბიჭი მთელი დღეა ერთ ადგილას დგას. იცინიან, იფურთხებიან და დროდადრო
ერთერთ მანქანაში მუსიკას რთავენ. შენხელები არიან დაახლოებით, მაგრამ ორს რატომღაც
წინა კბილები უკვე აღარ აქვს. არცერთი არ შემოსულა
კონტაქტში საერთოდ, ძალიან უცნაურები არიან.
ეს
ბიჭი, სალომეს თარჯიმანი როა, სადღაც 14 წლის არის. მთელი დღეა გვერდით მიზის და კითხევბს
მისვავს ავსტრიაზე. პროგრამისტობა უნდა და მთელი დღე კომპიუტერთან ზის თურმე. მაგან
მითხრა, რომ ეს ქალები მეტალის ქვავებს რომ არახუნებენ მთელი დღე, თურმე ჩემს გამო
ყოფილა! საღამოსთვის საჭმელს ამზადებენ, შენი ჩამოსვლა უნდა ავღნიშნოთო. რამაზი, თავისი
შვილთან ერთად ღვინის მოსატანად წასულა. ამ ბიჭმა მომატარა მთელი სახლი, ყველას ოჯახში
შემიყვანა. ყველა სახლი ზუსტად ისეთივეა, როგორიც რამაზის. რატომღაც ძალიან ბედნიერები
მხვდებიან, მეხუტებიან და ყველა საჭმელს მთავაზობს. „ის გასინჯა? ეს ჭამა? იქ იყო?“
- ამ კითხვებს მისვავენ თურმე. ჩვენხელა გოგოები ძალიან მორიდებით მელაპარაკებიან,
ეღიმებათ და ერთმანეთში ჩურჩულებენ, გეგონება გავიგებ რას ამბობენ.
ამასობაში
რამაზიც მოვიდა, უზარმაზარი დოქებით და უნდა გენახა რა დაიწყო. მთელი ეზო, იმ უცნაური
ბიჭების ჩათვლით ზევით ქვევით დარბის, მაგიდები ჩამოაქვთ, ქალებს ყველას საკუთარი სახლიდან
ჭურჭელი გამოაქვს. კაცები ღვინით არიან ძირითადად დაკავებულები და დანარჩენს ყველაფერს
ქალები აკეთებენ. გამოაქვთ და გამოაქვთ საჭმელი, ძალიან კარგად კი გამოიყურება ყველა,
რომ შევჭამ მერე გეტყვი როგორია, ვიცი რომ ეგ ყველაზე ძალიან გაინტერესებს:)))
მგონია, რომ ამ ხალხს უბრალოდ მიზეზი უნდა მისცე რომ იმხიარულოს, ისეთი გაჭირვებულები არიან, ვერ ვხვდები ამდენი საჭმლის ფული საიდან მოიტანეს. ამის ფული ყველა ოჯახში არისო, მითხრა პროგრამისტმა. ეხლაც სუფრას აწყობენ და ხმაურობენ. იმდენი საჭმელია კიდე გამოსატანი, მივხვდი რომ მოვასწრებდი შენთვის მოწერას. უცებ დამსვა პროგრამისტმა ინტერნეტთან.

გაოცებული
ვარ სულ, მაგრამ კომფორტულად ვარ. ძალიან საინტერესო საღამო მელის ვგრძნობ. ხვალ დილით
კიდევ მოგწერ, თორემ მერე ქალაქგარეთ ეკლესიები უნდა დავათვალიეროთ.
შენც უნდა ჩამოხვიდე
აქ! გავიქეცი ეხლა, მომიკითხე ბიანკა!
დროებით,
ფილიპი
No comments:
Post a Comment